აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის, ერაზმუს+ის ფარგლებში, ჩვენს ინსტიტუტს სტუმრობს პროფესორი კაროლინა გორტიჩ-მიხალაკი - პოლონეთის პოზნანის ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტის თანამედროვე ენებისა და ლიტერატურების ფაკულტეტის გამოყენებითი ლინგვისტიკის ინსტიტუტის უნიკალური ენებისა და ლიტერატურების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
პროფესორი კაროლინა გორტიჩ-მიხალაკი სამშაბათს, 10 ივნისს 18:00 საათზე ჩაატარებს სემინარს ბერძნულ ენაზე სათაურით: Τεχνητή νοημοσύνη - πρόταση εφαρμογής στη διδασκαλία ελληνικής ως ξένης (ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ბერძნულის, როგორც უცხო ენის, სწავლებაში).
ხუთშაბათს, 12 ივნისს 16:00 საათზე ინსტიტუტის “აგორას” ფარგლებში, პროფესორი კაროლინა გორტიჩ-მიხალაკი წაიკითხავს მოხსენებას სათაურით: Greco of Calabria: a struggle for survival? (კალაბრიის ბერძნული: ბრძოლა გადარჩენისთვის?)
მისამართი: თსუ მერვე კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 13, აუდიტორია N 220